1758051983
საფრანგეთის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კულტურის მინისტრმა 420 ევროს ღირებულების სამკაული და საათები დეკლარაციაში არ შეიტანა

საფრანგეთის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დათი, 420 ევროს ღირებულების სამკაული და საათები დეკლარაციაში არ შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
აპრილში ფრანგულმა გამოცემა Libération-მა დაწერა, რომ მინისტრის თანამდებობის დაკავებისას დათიმ არ დაადეკლარირა 420 ათასი ევროს ღირებულების 19 სამკაული და საათი. გამოცემა მინისტრის 2024 წლის დეკლარაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიტიკოსს დეკლარირებული ჰქონდა 5,6 მილიონი ევროს ქონება უძრავი ქონების, დანაზოგებისა და სიცოცხლის დაზღვევის სახით, ხოლო იუველირული ნაწარმი დეკლარაციაში ნახსენები არ ყოფილა.
59 წლის რაშიდა დათი კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის იანვრიდან იკავებს და მომავალ წელს პარიზის მერად გეგმავს კენჭისყრას.
თავად მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას გეგმავს.
რაშიდა დათი ასევე არის კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის ფიგურანტი. 2019 წელს მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება პარლამენტის წევრად ყოფნის დროს „რენო“ – „ნისანის“ საავტომობილო ჯგუფის ლობირების ბრალდებით.
ცნობისთვის, საფრანგეთში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარადგინონ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნო დანიშნა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.