გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს
1736951940
მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, გამომძიებლები კედელზე გადაძვრნენ და მავთულხლართები გადაჭრეს, რომ დაკავების ოპერაცია განეხორციელებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
64 წლის იუნს აჯანყების მოწყობის ბრალდება აქვს წაყენებული 3 დეკემბერს, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ბრძანების გაცემის შემდეგ, რამაც ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია.
ამის შემდეგ, პრეზიდენტს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა, თანამდებობიდან მის გადასაყენებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, იმპიჩმენტის დამტკიცებაა საჭირო.