რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
წარვადგენ რეზოლუციის პროექტს ნატოდან გასვლის შესახებ, რაც დაიწყება მისი გაერთიანებული სარდლობიდან გამოსვლით, - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კლემანს გეტემ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ წარმოადგენს.
„ტრამპის აშშ ვენესუელაში სახელმწიფოს მეთაურს იტაცებს. ტრამპის აშშ მხარს უჭერს და სამხედრო დახმარებას უწევს გენოციდს პალესტინაში. ტრამპის აშშ გრენლანდიას შეიარაღებული ანექსიით ემუქრება. ტრამპის აშშ ბომბავს ხალხებს საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით. დღეს, ისე როგორც არასდროს, დგება საფრანგეთის მონაწილეობის საკითხი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში - სამხედრო ალიანსში, რომელიც იმართება აშშ-ის მიერ და ემსახურება მის ინტერესებს. მე წარვადგენ რეზოლუციის პროექტს ნატოდან გასვლის შესახებ, რაც დაიწყება მისი გაერთიანებული სარდლობიდან გამოსვლით“, - აღნიშნა პარლამენტარმა.