Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დაძლია უნდობლობის ორი ვოტუმი პარლამენტში.
უნდობლობის ვოტუმები ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და ულტრამემარცხენე მოძრაობა „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წარადგინეს. ორივე პარტია აპროტესტებდა ევროკავშირისა და მერკოსურის ბლოკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცეს.
„მთავრობა ასე დისკრედიტებული როდესაც არის, ჩვენი მოვალეობაა, გამოვუცხადოთ უნდობლობა“, – განაცხადა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წევრმა, მატილდ პანომ.
უნდობლობის ორივე ვოტუმი საკმარისი ხმათა უმრავლესობის არქონის გამო ჩავარდა. პირველმა მოხსენებამ საჭირო 288 ხმიდან 256 მიიღო, ხოლო მეორე მოხსენებამ 142 ხმა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლეკორნუმ გააკრიტიკა უნდობლობის ვოტუმები და განაცხადა, რომ ამ დროს პოლიტიკოსები ქვეყნის ბიუჯეტზე უნდა მუშაობდნენ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბიუჯეტის მიღებას იანვარში ითხოვს.