„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა, - იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.
სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის კვლევაზე დაყრდნობით - „შეშფოთება“ - ფრანგებისთვის საკვანძო სიტყვაა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგები ასევე თავს გრძნობენ „გაღიზიანებულად, გაბრაზებულად და დაღლილად“ იმით, რაც ქვეყანაში (საფრანგეთში) ხდება.
ფრანგები თვლიან, რომ მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი (44%), გააძლიეროს ბრძოლა უსაფრთხოების საკითხებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან (39%), შეამციროს ეროვნული ვალი (38%) და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა (36%).
გარდა ამისა, მოქალაქეების 35%-მა გამოთქვა შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, ხოლო 33%-მა - გაზრდილი იმიგრაციის შესახებ.
საერთო ჯამში, საფრანგეთის მაცხოვრებლების 46% თვლის, რომ 2026 წელი გასულ წელთან შედარებით უარესი იქნება. ამ ფონზე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანას „ცვლილებები სჭირდება“ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.
კვლევა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში 2-3 იანვარს 1000 ზრდასრულ ფრანგს შორის. შეცდომის ზღვარი არ იყო მითითებული.