„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
1779731826
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.
„დღევანდელი სახით არსებულ მიგრაციას ბოლო უნდა მოეღოს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ის მიიჩნევს, რომ „ეს საკითხი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გადაწყდეს“.
„ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ იმის განხილვით, რომ სამუშაო მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვები, რაც, უდავოდ, მნიშვნელოვანია საქმიანობის გარკვეულ სექტორებში, აღარ იძლეოდეს ოჯახის გაერთიანების უფლებას. მე ასევე ვთავაზობ კონსტიტუციის რეფორმირებას, რათა შესაძლებელი გახდეს შემზღუდავი კვოტების დაწესება და არა სარეკომენდაციო ხასიათის, როგორც ეს დღეს არის“, - განმარტავს იუსტიციის მინისტრი.
მიგრაციის საკითხზე რეფერენდუმთან დაკავშირებით, ჟერალდ დარმანენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას „არასოდეს შეშინებია ხალხისთვის სიტყვის მიცემის“ და დასძინა, რომ „კონსტიტუციის შეცვლა იქნება საჭირო“.