რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
პროკურატურამ ასევე 4 წლით პატიმრობა მოითხოვა Renault-Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლოს გონის მიმართ, რომელიც ლიბანში იმყოფება და დაპატიმრების ორდერის ძალაში დატოვება ითხოვა.
თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, დატი დაუყოვნებლივ დაკარგავს პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატს და ვეღარ შეძლებს მაგისტრატურაში დაბრუნებას.
საქმე ეხება 2009 წელს დატისა და კარლოს გონს შორის გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ მინისტრს წლიურად 300 000 ევროს უხდიდნენ. პროკურატურის შეფასებით, საადვოკატო კონტრაქტით შეინიღბა ლობისტური საქმიანობა ევროპარლამენტში Renault-Nissan-ის ინტერესების სასარგებლოდ 2009-2013 წლებში, რაც ევროპარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი იყო.
რაშიდა დატი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო წერილობითი მტკიცებულებების ნაკლებობას კარლოს გონის მიერ დამკვიდრებულ „საიდუმლოების კულტურას“ მიაწერს.
რაც შეეხება კარლოს გონს, ის სასამართლო პროცესს არ დასწრებია. იგი ბეირუთში იმყოფება, რის გამოც მის მიმართ პროცესი დაუსწრებლად მიმდინარეობს.