საფრანგეთის არმიაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე წვრთნების დროს უკრაინელი სამხედროების დეზერტირობის შემთხვევები იყო

სამხედროები

საფრანგეთის არმიაში საფრანგეთში გამართული წვრთნების დროს უკრაინელი სამხედროების დეზერტირობის შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანგი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, დეზერტირობა მასობრივი არ ყოფილა, საუბარია რამდენიმე ათეულ ადამიანზე.

„იყო დეზერტირების გარკვეული რაოდენობა, თუმცა მათი რაოდენობა რჩება საკმაოდ უმნიშვნელო, იმ ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებმაც მომზადება გაიარეს. ისინი იმყოფებოდნენ საფრანგეთის ყაზარმებში, მათ ჰქონდათ გასვლის უფლება“, – განუცხადეს „ფრანს პრესს“ საფრანგეთის გენშტაბში.

საფრანგეთში სწავლებას გადიოდა 155-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ამჟამად პოკროვსკის მიმართულებაზე იმყოფება.