საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
1730704626
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო რამდენიმე მინისტრს.
საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სეჟორნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპის პარლამენტის ლიბერალური, პროევროპელი დეპუტატების ჯგუფის, „განაახლეთ ევროპის“ ლიდერია.
სტეფან სეჟორნე ასევე არის გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორი. ფრანგული მედია წერს, რომ მათ დაშორება საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებია. თუმცა, საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში, ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს. საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო ადგენს მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის დასაფიქსირებლად.
საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. კეტრინ ვოტრინი დაინიშნა საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად, ამელი ოუდეა-კასტერა კი, განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.
საფრანგეთის სისტემის მიხედვით, პრეზიდენტი ადგენს საერთო პოლიტიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია კაბინეტის არჩევაზე და მთავრობის ყოველდღიურ მართვაზე.
საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
1730704626