საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი: ირანში ომი ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს

ფატიჰ ბიროლ

ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტი ქმნის ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე გამოუვლია, - განაცხადა სამშაბათს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„ეს ნამდვილად ყველაზე დიდი კრიზისია ისტორიაში“, - აღნიშნა ფატიჰ ბიროლმა რადიო France Inter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„კრიზისი ისედაც მასშტაბურია, თუ გავითვალისწინებთ ნავთობისა და რუსეთთან დაკავშირებული გაზის კრიზისის ერთობლივ ეფექტს“, - დასძინა მან.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შეაფერხა საზღვაო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, რომელზეც გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ნაკადების ერთი მეხუთედი მოდის.