საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია

რაფაელ გროსი

 

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის თქმით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია.

„ამჟამად ირანის ხელისუფლება გვატყობინებს თავდასხმების შესახებ ორ სხვა დაწესებულებაზე, კერძოდ, ფორდოს საწვავის გამდიდრების ქარხანასა და ისპაანზე. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია გარდა მინიშნებისა იმაზე, რომ სამხედრო მოქმედებები ამ ობიექტების გარშემო მიმდინარეობდა“, – განაცხადა გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.