საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთი

 საბერძნეთში კალოი-ლიმენესის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 20-მდე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. მათი უმრავლესობა ეგვიპტისა და სუდანის მოქალაქეა.

საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERT-ის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხომალდი მიგრანტების ხის ნავს მიუახლოვდა. იმ დროს, როდესაც მგზავრები ხომალდზე კიბეებით ასვლას ცდილობდნენ, მოძრაობამ პატარა ნავის გადაბრუნება გამოიწვია.