საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კარპატოსის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვაში 35 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა ეგვიპტეშიც.

მიწისძვრის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ დროებით ცუნამის განგაში გამოაცხადა, თუმცა მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.