პროკურატურა ვახტანგ გომელაურის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1749912534
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის დათვლილ ხმათა 40,8% მიცოტაკისის პარტია „ახალმა დემოკრატებმა“ მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ 20,1%.
მიცოტაკისიმ პარტიის გამარჯვებას „პოლიტიკური მიწისძვრა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ბერძნებმა მის პარტიას მიანიჭეს ოთხწლიანი მთავრობისთვის მანდატი.
მედიის ცნობით, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ მას კოალიციის შექმნის შანსს შესთავაზებს, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მიცოტაკისი უარს იტყვის.