რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის ოკუპაცია შეძლეს

რუსეთი

ომი გრძელდება უკრაინაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის ოკუპაცია მოახდინეს, საუბარია ალექსანდროპოლზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროპეტროვსკის ადმინისტრაციულ საზღვართან ოკუპანტებმა უკრაინულ პოზიციებში შეჭრა მოახერხეს.

თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კრემლი დიპლომატიას უგულებელყოფს და საერთაშორისო კონტაქტებს პირადი კეთილდღეობის გასაძლიერებლად იყენებს.