„კადიროვმა იფიქრა და მოიფიქრა - მოსწავლეებს ავტობუსის მძღოლები დღიურს შეუმოწმებენ“ - რა მიზანი აქვს „ახალ კანონს“

კადიროვი

„დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ, კა­დი­როვ­მა იფიქ­რა და მო­ი­ფიქ­რა - მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს დღი­უ­რებს შე­უ­მოწ­მე­ბენ, ფრი­ა­დო­სა­ნი ბავ­შვე­ბი კი, უფა­სოდ იმ­გზავ­რე­ბენ. ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის მო­საზ­რე­ბით, მო­ზარ­დებს ასე­თი მე­თო­დი სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას გა­უ­ზარ­დის", - წერს რუსული გა­მო­ცე­მა.

როგორც გამოცემა წერს, ახა­ლი კა­ნო­ნი ჩეჩ­ნეთ­ში 22 თე­ბერ­ვლი­დან ამოქ­მედ­და.

და მისი აღ­სრუ­ლე­ბა ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს კომ­პენ­ტენ­ცი­აა. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ზაურ ცი­ცა­ე­ვის თქმით, ახა­ლი კა­ნო­ნი ჩეჩ­ნე­თის მას­შტა­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­ე­ხე­ბა.

„იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლე მძღოლს აჩ­ვე­ნებს დღი­ურ­ში რო­მე­ლი­მე სა­გან­ში „ხუ­თი­ანს", ის უფა­სოდ იმ­გზავ­რებს. თუმ­ცა, უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბათ იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა ჩეჩ­ნურ ენა­ში აქვთ - თუ მო­ზარ­დი ჩეჩ­ნურ ენა­ში მი­ღე­ბულ ფრი­ადს აჩ­ვე­ნებს მძღოლს, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრასნ­პორ­ტით უფა­სოდ ორ­ჯერ იმ­გზავ­რებს. ამით მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რდა გვსურს", - აცხა­დებენ ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პრესსამსახურში.

გამოცემის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის „თა­ვი­სე­ბუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის" მი­ზე­ზი ის არის, რომ კა­დი­რო­ვი ცდი­ლობს, კრემლში, მისი გავ­ლე­ნე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბით აღ­შფო­თე­ბულ პი­რებს და­ა­ნა­ხოს, რომ "თუნ­დაც წვრილ­მა­ნებ­ში, მაგ­რამ რა­ღაც სა­კი­თხებ­ში თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას."

ამ ყვე­ლა­ფერს ის ემა­ტე­ბა, რომ ბოლო დროს, სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბზა­რის შე­სა­ხებ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კრემლში პუ­ტი­ნის მოწ­ვე­ვით "ფე­დე­რა­ლუ­რი სხდო­მა" გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც არ ეს­წრე­ბოდ­ნენ რამ­ზან კა­დი­რო­ვი და "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი.

„მას მხო­ლოდ ის სურს, რომ აჩ­ვე­ნოს პუ­ტინს, რომ თუ რა­ზეა წამ­სვლე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის", - წერს ერთ-ერთი ბლო­გე­რი.