1761579368
რუსული „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი ვენესუელაში ჩაფრინდა
რუსული „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი ვენესუელაში ჩაფრინდა. უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა თვითმფრინავს კარაკასში. 2023 წლის იანვრიდან „ავიაკონ ზიტოტრანსი“ აშშ-ის სანქციების ქვეშაა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში სანქცირებული კომპანიების ტვირთების გადაზიდვის გამო.
ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის სავარაუდო საბაბით შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან საზღვაო ძალები განალაგა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვენესუელასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.










