რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების გამო სომხეთმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების გამო სომხეთმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალურმა ერევანმა აღშფოთება გამოთქვა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ „ეს არის მიუღებელი ხელყოფა და მტრული გამოვლინება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. უხეშად არღვევს სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებს“.

გავრცელებული ცნობით, ვლადიმერ სოლოვიოვმა საავტორო გადაცემაში „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად“ სომხეთში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება თუ დაგვჭირდა, რატომ არ შეგვიძლია იმავე მიზეზების გამო სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება ჩვენი გავლენის ზონის სხვა წერტილებში?“, – განაცხადა სოლოვიოვმა.