პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა
1747576767
უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა ურყევი დარჩება, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ევროპა პირველი დღიდან უკრაინის გვერდით დგას იარაღით, თანხით, ლტოლვილთა მიღებით და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებით. რუსეთის ფინანსური სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ რუსეთის საბანკო სექტორის სამი მეოთხედი საერთაშორისო ბაზრებს ჩამოვაშორეთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, რუსეთი დაახლოებით ათასმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.
„გასულ წელთან შედარებით ავტომობილების წარმოება სამი მეოთხედით შემცირდა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის. რუსი სამხედროები იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ.
სწორედ კრემლმა დააყენა რუსეთის ეკონომიკა ამ გზაზე. ეს არის პუტინის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და ნგრევის ფასი. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები ძალაში დარჩება. დროა, გამოვიჩინოთ სიმტკიცე და არა დაყვავება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა
1747576767