რუსეთში, ტვერის ოლქში დრონების თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

ევაკუაცია

რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტორეცში, დრონების თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდა. ტელეგრამ-არხების ცნობით, თავდასხმა საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობზე მოხდა.

ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა უკრაინული დრონები მოიგერიეს, ქალაქში აფეთქებები და ძლიერი ხანძარი განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ გამოიწვია.

გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა იერიშები რუსეთის 4 ოლქზე მიიტანეს.