რუსეთში, პარკში გახვეული ახალშობილი ფანჯრიდან გადააგდეს

 ჩვილი

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი შენობის ფანჯრიდან გადააგდეს. ინფორმაციას რუსული მედიაავრცელებს.

ახალშობილი გამვლელებმა იპოვეს, რომლებმაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს. მოქალაქეების განცხადებით, თავიდან ეგონათ, რომ კნუტის კნავილის ხმა იყო. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ექიმების განცხადებით, ახალშობილი გოგონა სასწაულებრივად გადარჩა. პედიატრებმა დაადგინეს, რომ ბავშვი შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე იყო დაბადებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.