რუსეთში მძევლების გათავისუფლების ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა - მოკლულია 6 პატიმარი

როსტოვი

პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მოკლეს. მედია ინფორმაციას ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ მძევლები თავისუფლები არიან.

უწყება ამბობს, რომ მძევლები ოპერაციის დროს არ დაშავებულან. ერთ-ერთი მძევალი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის როსტოვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, მეორე ზედამხედველი.

"ინტერფაქს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ ექვსი პატიმარი ითხოვდა მათთვის მანქანის გადაცემას და თავისუფლად წასვლის უფლების მიცემას.