საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ვლადივოსტოკის სასამართლომ კერძო კლინიკის ექვსი თანამშრომელი ბავშვებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, იუწყება REN TV.
ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს ადამიანების ყიდვა-გაყიდვასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. თითოეულ მსჯავრდადებულს რვა-ნახევრიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სქემის ორგანიზატორი ამჟამად დევნილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან მასალები 13 ბავშვის მონაცემებს შეიცავდა. გამომძიებლების თქმით, ეს არის იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უცხოელებზე მხოლოდ ქსელის ვლადივოსტოკის ფილიალის მეშვეობით გაიყიდა.
თავად კომპანიას ოფისები სხვადასხვა ქალაქში აქვს, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის ოფისები დღემდე ფუნქციონირებს. პრიმორსკის ფილიალი ერთ-ერთ ყველაზე მოგებიანად ითვლებოდა.
მთავარი კლიენტები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, სადაც სუროგაცია უკანონოა. ისინი მზად იყვნენ დიდი თანხები გადაეხადათ შვილის გაჩენის შანსისთვის. სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, უკანონო ოპერაციას ორი წლის განმავლობაში 53 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა. პროკურატურის მტკიცებით, ექიმებმა კლიენტებად სუროგატი დედები შეარჩიეს. მშობიარობის შემდეგ, ქალებმა ახალშობილებზე უარის თქმის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი, რაც ბიოლოგიური მამებისთვის დოკუმენტების სწრაფად დამუშავების და ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. სქემა პანდემიის დროს ჩაიშალა, როდესაც საზღვრების დაკეტვის გამო უცხოელებს ბავშვების წაყვანა არ შეეძლოთ.გამოძიება დაახლოებით ხუთი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები ბრალდებულები აღმოჩნდნენ.