„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
რუსეთში აცხადებენ, რომ კვლავ გეგმავენ 8-10 მაისს ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა უკრაინული მხარის თავდასხმის შემთხვევაში, ისინი საპასუხო შეტევას განახორციელებენ.
კრემლის თქმით, 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 8 მაისს შევა, როდესაც პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე ლიდერებს უმასპინძლებს და 10 მაისამდე გასტანს.
კითხვაზე, რას იზამს რუსეთი, თუ ზელენსკი სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მოაწერს ხელს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა
აღნიშნა, რომ შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა სახალხო დღესასწაულების დროს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაშია და შესაბამისი ინსტრუქციები უმაღლესმა მთავარსარდალს გადაეცა. ცეცხლის შეწყვეტა იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენი პოზიციებზე იერიშს მიიტანენ, შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 28 აპრილს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.