„კომენტარი ბევრმა გააკეთა...“ - გოგა მანია გურამ დადიანიძეზე
1787599503
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კულბერგსის თქმით, რუსეთმა უნდა დაიწყოს თავისი თავდასხმების შედეგების ანაზღაურება, რისთვისაც ევროპა რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე უნდა შეთანხმდეს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანგარიში ევროკავშირის მოქალაქეების ფულით კი არ უნდა დაიფაროს, არამედ რუსეთის გაყინული აქტივებით, რაზეც დისკუსიების დროს შვედეთის წარმომადგენლებმაც გაამახვილეს ყურადღება.
კულბერგსმა დასძინა, რომ საუბარია დაახლოებით 200 მილიარდ ევროზე, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა ამ ხარჯების დასაფარად იყოს გამოყენებული.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხარჯები კოლოსალურ თანხებს მოიცავს და დასვა კითხვა - რატომ უნდა უწევდეთ ევროკავშირის მოქალაქეებს მთლიანი ასანაზღაურებელი თანხის დაფარვა.
მისი შეფასებით, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება ევროპულ ქვეყნებზე დაკისრებული ტვირთის შემცირებას შეუწყობს ხელს.
კულბერგსმა დასძინა, რომ ომის ფასი უკიდურესად მაღალია და ევროპამ ეს ტვირთი საკუთარი მხრებიდან უნდა მოიხსნას, რისი გაკეთებაც, მისი თქმით, მარტივად არის შესაძლებელი.