ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე უკრაინული ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დრონებმა სუმიში მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ჩამსხვრეულია შუშები.
მაშველებმა 65 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ავტომობილების პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს დაეცა, რის გამოც რამდენიმე მანქანა დაიწვა.