„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 407 დრონი, 38 ფრთოსანი და ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ეს უკრაინაზე განხორციელებული მეორე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1-ელი ივნისის ღამით 472 რაკეტა და დრონი გამოიყენა.
კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული ოთხი ადამიანიდან სამი მაშველია. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მეტროს ლიანდაგები „დარნიცასა“ და „ლევობერეჟნაიას“ სადგურებს შორის.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ტერნოპოლში დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხუთი თანამშრომელი.