დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის საკუთარი საზოგადოების მომზადება დაიწყო.
„ისინი იწყებენ თავიანთი საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან საშიშია. ისინი არ არიან მზად ამის გასაკეთებლად, გამოსაყენებლად, მაგრამ იწყებენ კომუნიკაციას. არ იციან გამოიყენებენ თუ არა. ვფიქრობ, საშიშია ამაზე ლაპარაკიც კი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა ქმედება, რადგან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რისკს უქმნის მთელ პლანეტას.
"მსოფლიოს შეუძლია სასწრაფოდ შეაჩეროს რუსი ოკუპანტების ქმედებები. შეუძლია ასეთ შემთხვევებში სანქციების პაკეტი განახორციელოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მათ ატომური ელექტროსადგური დატოვონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.