ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ღამით ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა. მიზეზად უწყება საავიაციო საბრძოლო მასალის ჩამოვარდნას ასახელებს, რომელიც რუსეთის ძალების თვითმფრინავ სუ-34-ს გადაჰქონდა.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა, მსხვერპლი არ არის. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.
შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის Telegram არხზე დაწერა, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე აფეთქება მოხდა. მისი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი.