„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს სახელწოდება შეუცვალეს და ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი დაარქვეს. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც აღწერაშია ნათქვამი, აღნიშნული დეპარტამენტი მუშაობს საერთაშორისო ევროპული ორგანიზაციების – ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ნატო-ს საკითხებზე.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ვლადისლავ მასლენიკოვი, რომელიც 2019-2014 წლებში მონტენეგროში რუსეთის ელჩი იყო, მანამდე კი, 2011 წლიდან საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სახელწოდებაშეცვლილი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2024 წლის 18 ოქტომბრიდან იკავებს.