„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
1779731826
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.
„ლავროვმა ამერიკულ მხარეს ოფიციალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ კიევის რეჟიმის მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ სისტემურ და თანმიმდევრულ დარტყმებს კიევში მდებარე ობიექტებზე“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლავროვმა ამერიკელ კოლეგას ასევე შეახსენა რეკომენდაცია უკრაინის დედაქალაქიდან დიპლომატიური პერსონალისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.