1791316484
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40 პირი
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა გასულ ღამე ს უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ ივან ვიხოვსკის განცხადებით, სასწრაფო და სამაშველო ოპერაციები ამჟამად რვა ადგილზე მიმდინარეობს – კიევსა და მიმდებარე რეგიონში, ასევე კიროვოგრადის, ჩერნიგოვისა და პოლტავას რეგიონებში.
მედიის ცნობით, მაშველები და პოლიციელები აგრძელებენ დაკარგული პირების ძებნას, რომლებიც შესაძლოა, დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.
ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, ერთი რაკეტა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის „საჩუქარად“ განახორციელა.










