რუსეთი მოამზადებს და გადასცემს უკრაინას პირობების ნუსხას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისთვის არის საჭირო - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მოამზადებს და გადასცემს უკრაინულ მხარეს იმ პირობების ნუსხას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისთვის არის აუცილებელი.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ნუსხებს გავცვლით ერთმანეთში“, - აღნიშნა პესკოვმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. „რა ეწერება იქ, ალბათ, წინასწარ ამის თქმა არ ღირს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა პესკოვმა.