რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნები ომანის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართება.  ირანელი ჩინოვნიკების თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ერთიანი ფრონტის დემონსტრირებას გეო

რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნები ომანის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართება.

ირანელი ჩინოვნიკების თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ერთიანი ფრონტის დემონსტრირებას გეოპოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რადგან ირანი დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, დაძაბულობის წინაშე დგას.

„ამ ერთობლივი წვრთნების მთავარი მიზნებია საზღვაო უსაფრთხოებისა და დაცულობის საფრთხის შემცველი აქტივობების წინააღმდეგ ერთობლივი ზომებისა და კოორდინაციის შექმნა. ასევე, საზღვაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ირანის საზღვაო ძალების მეთაურმა ჰასან მაგსუდლუმ.

წვრთნები „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“, რომელშიც ირანი, რუსეთი და ჩინეთი მონაწილეობენ, პირველად 2019 წელს ჩატარდა.