1732386875
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხმების 80% დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო მარათონში 63 წლის ულტრანაციონალისტი კელინ გეორგესკუ ლიდერობს. ის ხმათა 22% აგროვებს. მეორე ადგილზე რუმინეთის მოქმედი პრემიერი მარჩელ ჩოლაკუა, რომელსაც ამომრჩეველთა 20,2% დაუჭირა მხარი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე, 1 დეკემბერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ვინაიდან ის უკვე მეორე ვადით იკავებს ამ თანამდებობას.