1732386875
„არ ვაპირებთ შევიდეთ პარლამენტში, განცხადებები უკვე დაწერილი გვაქვს, გაგაგებინებთ როცა მოხდება ამ განცხადებების კანცელარიისთვის გადაცემა“ - ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნების გაყალბებულია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ისინი გააგრძელებენ პროტესტ მანამ, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ.
"წინააღმდეგობა, ცვლილებების მოძრაობა, საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს არავინ, არის თუ არა ეს სიმართლე? სიმართლეა! ვინმე აღიარებს დემოკრატიულ დასავლეთში? არავინ!
შიგნით ესენი ერთმანეთს ლეგიტიმაციას მიანიჭებენ? რა თქმა უნდა, ვერ მიანიჭებენ. თავს შთააგონებენ, რომ ეს არის ლეგიტიმური ე.წ. პარლამენტი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ამიტომ, რაც ხდება დღეს, რაც ხდებოდა წინა დღეებში, მოხდება მომდევნო დღეებში, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. [სიები] ჩახსნილია ჩვენი აზრით, არ აკმაყოფილებენ, კიდევ დაიწერება მანამ სანამ არ დააკმაყოფილებენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევენ და საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მათ განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ.
"არ ვაპირებთ შევიდეთ პარლამენტში. არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას მიტაცებული პროცესის შედეგად დაწერილ შედეგებს. განცხადებები უკვე დაწერილი გვაქვს. პარტიაში არის უკვე ეს განცხადებები. გაგაგებინებთ როცა მოხდება ამ განცხადებების კანცელარიისთვის გადაცემა. ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, შეუგუებლობას. ჩვენ გამოვხატავთ ათი ათასობის საქართველოს მოქალაქის ნებას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.