„ცუდი ბიჭის აღზევება" - puff diddy-ის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736023523
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
ორმა ქვეყანამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმა და შეუერთდნენ ბლოკს, რომლის მოქალაქეებსაც მოგზაურობა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეუძლიათ.
„როიტერის“ ცნობით, შენგენის ზონის წევრობა ფოიერვერკით აღნიშნეს ბულგარეთის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც ბულგარეთისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს.
გადასასვლელი საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტია.
„ეს ისტორიული მომენტია. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან ფინეთამდე და დასავლეთისკენ პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შესაძლებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ გლავჩევმა.