გზები და ეზოები დაიტბორა - რა ვითარებაა სიღნაღში
1749013968
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რუსეთის თხოვნით, სატელეფონო საუბარი გამართა.
„რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, რათა მიღწეული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.