წყალი 19:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1788764413
რომის პაპმა ლეო XIV-მ, მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთა ვიზიტების ფონზე, უკრაინაში მშვიდობის სწრაფად დამყარების იმედი გამოთქვა. განცხადება მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ მოლაპარაკების პროცესის განახლება მშვიდობას დააახლოებს.
„ჩემი გული თანაუგრძნობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, რომელიც უკვე მრავალი წელია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ნგრევის შეჩერებისა და დიალოგისა და მშვიდობისთვის გულების გახსნისკენ. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას“, - დაწერა რომის პაპმა.
აგვისტოში, მან მხარეებს ომის შეწყვეტისა და „ორივე მხრიდან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებისკენ“ მოუწოდა.