ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
რომის პაპი ფრანცისკე, პარასკევს დილით რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვატიკანი იუწყება, პაპი საავადმყოფოში დიაგნოსტიკური ტესტებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს.
"დღეს დილით, აუდიენციის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე გადაიყვანეს აგოსტინო გემელის პოლიკლინიკაში, რათა გაიაროს აუცილებელი დიაგნოსტიკური ტესტები და გააგრძელოს ბრონქიტის მკურნალობა," - ნათქვამია განცხადებაში.
88 წლის პონტიფიკს, ბოლო 2 წლის განმავლობაში გრიპთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები არაერთხელ შეექმნა. ასევე, მას 2021 წელს დივერკულიტის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო 2023 წელს პაპს თიაქრის ოპერაცია გაუკეტეს.