UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ათობით თურქ ჟურნალისტს ანკარაში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ თანახმად, თურქულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Cumhuriyet-მა, Sozcu-მ, Anka-მ, T24-მა და Medyascope-მა 24 და 25 ივნისს განაცხადეს, რომ NATO-მ მათ რეპორტიორებს სამიტზე აკრედიტაციის განაცხადებზე უარი უთხრა. მთავრობის მომხრე გაზეთ „იენი საფაკის“ ჟურნალისტმა, ერსინ ჩელიკმა კი, თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ აკრედიტაციაზე უარი მიიღო.
„როიტერის“ ინფორმაციით, NATO აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებით თურქეთის რჩევებს ეყრდნობა.
7-8 ივლისს თურქეთი NATO-ს 32 ლიდერს, ასევე სპარსეთის ყურისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ალიანსის პარტნიორების ოფიციალურ პირებს უმასპინძლებს.