როგორია „ცოცხალი ნოსტრადამუსის" 7 წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის

დედამიწა

ფსიქიკოსმა ათოს სალომემ, რომელსაც ხშირად „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, 2025 წლის პროგნოზები გამოავლინა.

ნახეთ, როგორია „ცოცხალი ნოსტრადამუსის" 7 წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის

გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანები - ათოსი წინასწარმეტყველებს, რომ 2025 წელი იქნება საიდუმლო გენეტიკური ექსპერიმენტების გამოვლენის დრო, რომლებიც გამოავლენენ „გენმოდიფიცირებულ ადამიანებს“. ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა CRISPR და კლონირება, მთავრობებისა და კორპორაციების მეცნიერები ჩუმად შექმნიან „სრულყოფილ" ადამიანებს - უფრო ჭკვიანებს, ძლიერებს და დაავადების მიმართ უფრო მდგრადებს, თქვა მან. სალომე ვარაუდობს, რომ პირველი შემთხვევები აზიის ქვეყნებში გამოჩნდება.

ხელოვნური ინტელექტი კონტროლიდან გამოვა - სალომეს თქმით, ხელოვნური ინტელექტი (AI) 2025 წლისთვის კონტროლს დაკარგავს. გლობალურმა ინციდენტმა შეიძლება გამოავლინოს ამ ტექნოლოგიების ავტონომია, რომლებმაც რიგ შემთხვევებში უკვე განავითარეს თვითშემეცნების საწყისი.

კონტაქტი არამიწიერ სიცოცხლესთან - ათოსის თანახმად, 2025 წელი იქნება მომენტი, როდესაც ხელისუფლება ოფიციალურად დაიწყებს უცხოპლანეტელების არსებობის გამოცხადებას, მარსზე ან სხვა უფრო რთულ ცივილიზაციებზე მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულების მიწოდებას.

სულიერი რევოლუცია - „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ პროგნოზირებს, რომ 2025 წელს ყველა რელიგია, ისევე როგორც ფილოსოფიური სისტემა, უპრეცედენტო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ გაუმკლავდეს ამ ახალ მდგომარეობას.

ხელოვნური ენერგიის კრიზისი - „წინასწარმეტყველის" კიდევ ერთი პროგნოზი არის ის, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2025 წლისთვის კონტროლის საშუალებას გამოიყენებს.

პოპულაციის კონტროლი კანქვეშა ჩიპების გამოყენებით - კანქვეშა მონიტორინგის ტექნოლოგიები, როგორიცაა იმპლანტირებადი ჩიპები, ჩვეულებრივი გახდება, რაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წინსვლას წარმოადგენს.

ადამიანის მიერ შექმნილი კლიმატური კატასტროფები - ათოსი პროგნოზირებს, რომ გეოინჟინერია გამოიწვევს უპრეცედენტო კლიმატურ კატასტროფებს, როგორიცაა ქარიშხალი და გვალვა მოულოდნელ ადგილებში.

საიდუმლო სამხედრო ოპერაციების გამოვლენა - საბოლოოდ გამოვლინდება მიწისქვეშა ბაზები და ტექნოლოგიები, როგორიცაა გრავიტაციული მოძრაობა. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „წინასწარმეტყველი“ აქამდე ამტკიცებდა, რომ მან იწინასწარმეტყველა Covid-19, დედოფლის სიკვდილი და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.