როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენს Facebook-ზე

Faceboook

როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენს Facebook-ზე:

ამისათვის ჯერ Settings & Privacy ველში უნდა შეხვიდეთ და Settings აირჩიოთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ Password & security ველში უნდა შეხვიდეთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, Where you're logged in ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.

თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, Select devices to log out ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და Log outღილაკით სისტემიდან გამოდით.

ამის შემდეგ უმჯობესია, პაროლი განაახლოთ და შეამოწმოთ, უცხო აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი სახელით - რთული სათქმელია, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ამჯერად, თუმცა ეს უსაფრთხოების საბაზისო ინსტრუქციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უნდა მიმართოთ.

✕