ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1777317017
ჩინეთში ჩატარდა ფესტივალი, რა დროსაც ადამიანები ერთმანეთს ჭვარტლით სვრიან. ძველი გადმოცემის თანახმად, მიიჩნევა, რომ ამ გზით შესაძლებელია იღბლიანი გახდე და ბოროტი სულებისგან თავი დაიცვა. ამის შესახებ წერს Chinadaily.
დღესასწაულის სახელწოდებაა „მოხეიძზე“, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც „მურის წასმის ფესტივალი“. იგი აღინიშნება ჩინური ახალი წლის პერიოდში, მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-16 დღეს. ეს დღესასწაული შეტანილია ჰეილუნცზიანის პროვინციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
ჩინელები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ჭვარტლი წაისვან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს წარმატებას მოუტანს. ღონისძიებაში პოლიციელებიც მონაწილეობენ და წესრიგის დარღვევისთვის არავინ ისჯება.