FDA-მ დაამტკიცა წონაში კლების აბები, რომლის მიღებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი
1775575207
Artemis 2-ის ეკიპაჟი ხომალდ „ორიონიდან" ვიდეოს გვიზიარებს და საზოგადოებას იმ საკვებს აცნობს, რომლებსაც კოსმოსში ყოფნისას მიირთმევენ.
„მე სულ რამდენიმე დღეა, რაც კოსმოსურ საკვებს ვჭამ. მაგრამ კრისტინა თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა კოსმოსში. ის ძალიან ბევრ კოსმოსურ საკვებს ჭამდა. აქ რამდენიმე რამ გვაქვს რომ გაჩვენოთ. ეს ჩემი ვახშამია, ეს ჯერის ვახშამია... კოსმოსში, ძირითადად საკვებს სხვადასხვა ტიპის პაკეტიდან ვჭამთ - პლასტმასას ან პატარა მეტალის პაკეტებიდან. რადგან ჩვენი საკვების დიდი ნაწილის ხელახლა უნდა გავაზავოთ (წყალი დავუმატოთ). ეს კრევეტის კოქტეილია და უკვე განზავებულია, ანუ მას წყალი დავუმატეთ. კრევეტები იწოვენ წყალს და სინამდვილეში, საკმაოდ გემრიელია. აი ეს არის მაგალითი საკვების, რომელიც ჯერ არ არის განზავებული. კოსმოსში გამოსაგზავნად ის მთლიანად გამოშრეს. ეს მწვანე ლობიოა, ასე რომ, ბოსტნეულის ჭამა კოსმოსშიც კი გვიწევს. მაგრამ არ ინერვიულოთ, მაკენ'ჩიზსაც გვაჭმევენ",- ამბობენ ასტრონავტები.
ნახეთ ვიდეო სრულად: