როგორ იძიეს ქალებმა შური მოღალატე ქმრებზე - ფაქტები საგამოძიებო მასალებიდან

ექიმი

ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებულ კრიმინალურ საგამოძიებო მასალებში ძალიან ბევრი საქმეა, როცა ქალებმა მოძალადე ან მოღალატე ქმრებზე საზარელი გზით იძიეს შური. საქმე კასტრაციას ეხება, რომელიც თურმე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქალთა მხრიდან განხორციელებულ დანაშაულში, რომელიც შურისძიების მიზნით განხორციელდა.

36 წლის ჟანა ნურჟანოვა ყაზახეთის კრიმინალური ამბების მთავარ გმირად იქცა. მან მეუღლის ტელეფონში შემთხვევით იპოვა მიმოწერა, სადაც კაცი აღფრთოვანებული წერდა სხვა გოგონას და ეუბნებოდა, რომ უყვარდა.

სასაუბრო ჩათში ფოტოებსაც აგზავნიდა. ნურჟანოვამ გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, თუმცა სკანდალი არ მოუწყვია. ცოტა ხანს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი იცოდა, სინამდვილეში კი საშინელი შურისძიების გეგმას ადგენდა. ერთ საღამოს პარტნიორს საწოლში თამამი ექსპერიმენტი შესთავაზა. მერე კი ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდა და საბოლოოდ ბიჭი კლინიკაში მოხვდა, რადგან ქალმა მას სასქესო ორგანო მოაჭრა.

კიდევ ერთი შემთხვევა 2015 წელს მოხდა. ჩინელმა ფენ ლუნმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ქმარზე იგივე გზით იძია შური. მიზეზი ღალატი იყო. ამბის გაგრძელებას შემზარავია - დიდხნიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მოჭრილი პენისი ვერ იპოვა.

ყველაზე ცნობილი კასტრაციის ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1993 წელს მოხდა. ლორენა ბობიტმა ქმარს, ჯონს პენისი მაშინ მოაჭრა, როცა მას ეძინა. დანაშაულის ჩადენა ქალმა მაშინ გადაწყვიტა, როცა ქმარი სახლში მთვრალი მივიდა და სექსუალურად იძალადა მასზე. ექიმებმა მამაკაცს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და ორგანოს მიკერება და ფუნქციების აღდგენა მოახერხეს.

2017 წლის სექტემბერში 50 წლის სამხრეთკორეელმა ქალმა მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა. მათი  ახლობლებისთვის ეს ამბავი სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. გაირკვა, რომ ქმართან დიდხნიანი ცხოვრების შემდეგ, ქალს ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. ძალიან ბრაზობდა, რომ კაცი მთელ თავისუფალ დროს საყვარელ გატაცებას, გოლფის თამაშს უთმობდა და თავად პაემანზე არ მიჰყავდა. პოლიციასთან თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ ქმარი სცემდა.

ასევე ნახეთ:

„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

დატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს