„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
ენტონი ლოფრედომ მოიჭრა თითები და ორივე ყური, რათა აეხდინა ოცნება და უცხოპლანეტელს დამსგავსებოდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მან გარდასახვა 10 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ენა ისე გაიჭრა, რომ გველს დამსგავსებოდა.
ახლა ის 36 წლის არის. მას თითქმის მთელ სხეულზე შავი ტატუ აქვს გაკეთებული, თვალებზეც კი.
2023 წლის დოკუმენტურ ფილმში, ენტონი გულწრფელად საუბრობს იმ დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ენტონის თქმით, მას აუკრძალეს რესტორნებში შესვლა, უარი თქვეს სამუშაო გასაუბრებაზე და ტაქსის მძღოლები მის სადმე წაყვანაზე უარს ამბობენ.
„ეს ყოველდღიური ბრძოლაა, რადგან ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს არ ესმის ჩემი და მხოლოდ განმსჯიან“,- ამბობს ენტონი.
მისი შემდეგი გეგმა იყო ფეხის ამპუტაცია და მისი ჩანაცვლება ბიომექანიკური პროთეზით, თუმცა ეს ჯერ არ გაუკეთებია.