როგორ გახდა უსაფრთხოების ღვედი ქალისთვის 70 კილოგრამის დაკლების მოტივაცია (უცხოეთი)

სარა სპეიტი

ბრიტანელმა ქალმა ჭარბი წონის გამო თვითმფრინავში ღვედის შეკვრა ვერ შეძლო და ამის გამო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. საბოლოოდ, კი ქალმა 70 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

35 წლის სარა სპიტი 135,7 კილოგრამს იწონიდა. ქალის თქმით, მან ბევრი დიეტა სცადა, თუმცა არაფერმა უშველა, საბოლოოდ, ქალმა ბარიატრიას მიმართა და წონაშიც დაიკლო.

ქალისთვის გარდამტეხი მომენტი იყო მისი ფრენა ისლანდიაში. თვითმფრინავში ქალმა აღმოაჩინა, რომ უსაფრთხოების ქამარი ვერ შეიკრა. ამიტომ მან მთელი ფრენა გაატარა, თითქოს ღვედი ეკეთა.