1770743848
როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება - მაკრონის განცხადებით, ევროპელებთან ერთად, პუტინთან დიალოგის „ორგანიზება“ სურს
„
როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება" - განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა.
ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მას, ევროპელებთან ერთად, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის "ორგანიზება" სურს.
"მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება, სადაც არის, ის ჩვენს კართანაა", - აღნიშნა მაკრონმა.
ცნობილია, რომ პარიზმა მოსკოვთან დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე უკვე აღადგინა.











