რობერტ ფიცო: ერთი რამისთვის უნდა დავაფასო ტრამპი, მან საკუთარი გადაწყვეტილება არ გაამართლა დემოკრატიის გავრცელების ან ადამიანის უფლებების დაცვის ყალბი მიზეზებით - მან ღიად ისაუბრა ვენესუელის ნავთობზე კონტროლის მოპოვებაზე

რობრტ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მკაცრად გმობს და უარყოფს ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებას, იგი დონალდ ტრამპს აფასებს ვაშინგტონის რეალური მოტივების ღიად გამოხატვისთვის.

„ერთი რამისთვის უნდა დავაფასო ტრამპი: მან საკუთარი გადაწყვეტილება არ გაამართლა დემოკრატიის გავრცელების ან ადამიანის უფლებების დაცვის ყალბი მიზეზებით, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია ან ნებისმიერი წინა პრეზიდენტი გააკეთებდა. მან ღიად ისაუბრა ვენესუელის ნავთობზე კონტროლის მოპოვებასა და ვენესუელის ნავთობინდუსტრიაში ამერიკული კომპანიების შესვლაზე“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

ფიცომ განაცხადა, რომ მშვიდობა მისი მთავრობის სახელმძღვანელო პრინციპად უნდა დარჩეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთი არავითარ „სამხედრო ავანტიურაში“ არ ჩაებმება.

მან აღნიშნა, რომ დიდი სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის გათვალისწინების გარეშე და გააფრთხილა [საზოგადოება], რომ გლობალური ინსტიტუტები დასუსტებულია.